Posts

სად მიდიან ბატები ზამთრობით, როცა ტბა იყინება?

Image
გიორგი ხითარიშვილი „– ეი, ჰორვიც, – ვუთხარი მე, – ცენტრალურ პარკში რომ ტბაა, იქ არასოდეს გაგივლია? აი, ცენტრალური პარკის სამხრეთით? – რა არისო? – ტბა-მეთქი, ტბა, პატარა გუბე, ბატები რომ დაცურავენ. – ჰო, მერე რა? – ბატები ხომ გინახავთ იმ ტბაში? გაზაფხულობით. იქნებ შემთხვევით იცოდეთ, ზამთრობით სად მიდ...“ მოულოდნელად სალომეს ხმა შეწყდა. - მაპატიე. უნდა წავიდე. - სევდანარევი ხმით მითხრა მან და მზრუნველობით აღსავსე თვალებით შემომხედა.  - მიდი მაშინ! წარმოდგენა არ მაქვს სად დადიხარ, მაგრამ მალე დაბრუნდი. - ვუპასუხე და უკან ბალიში გავისწორე. თოვლივით თეთრი ხელი შუბლზე გადამისვა და სწრაფი ნაბიჯით გავიდა ოთახიდან. წიგნიც თან წაიღო...  გავიფიქრე და ამოვიხვნეშე. ცუდად ნუ გამიგებთ, სელინჯერის უამრავი ნაწარმოები მაქვს წაკითხული: „ფრენი და ზუი“ , „ბანანათევზის ამინდი“ და მათ შორის „თამაში კლდის პირას ჭვავის ყანაშიც“, ნუ, ამ „გამეორებას“ მოწყენილობას თუ მივაწერ, თანაც, სალომეს ხმა არფის ტკბილ მელოდიას ჰგავდა, ეს პროცესს უფრო სასიამოვნოს ხდიდა. სამწუხაროა, რომ ეს გოგონა ა

მომავლის ალტერნატივები

Image
ნატალი ჩიტაია  როგორი შეიძლება იყოს სამყარო 2182 წელს? შესაძლო განვითარების პირველი ვარიანტი: 2182 წელი... "მე იში ნაპელი ვარ. ჩემი პროფესია ვერეტობაა, რაც ნიშნავს, რომ გამაფრთხილებელ წერილს ვწერ წარსულში მყოფ მოაზროვნე ადამიანებს გარკვეულ საფრთხესთან დაკავშირებით. ვიცი, რომ მცდარი წარმოდგენები გაქვთ. არც ნეპტუნზე ვცხოვრობთ და არც მარსზე. დედამიწის გარდა, სხვაგან სიცოცხლე შეუძლებელია. თურმე არც უცხოპლანეტელები არსებობენ და არც პარალელური სამყარო. პრობლემა ადამიანის აზროვნებაა. მას ზედმეტად კარგი წარმოსახვის უნარი აქვს, რაც ხელს უშლის რეალობის აღქმას. თქვენთვის ცნობილი გასაიდუმლოებული დაჯგუფება  მალე დიდ დარტყმას მიაყენებს მსოფლიოს, თუმცა, არავინ იცის, ისინი რას ქმნიან. ყველაფრის ანონსის უფლება არ მაქვს, მაგრამ ეძებეთ ისინი ყველგან: მიწაში, პოლუსებზე, შეუღწეველ ადგილებში... ამ ყველაფრის მერე ვინ ვარ მე? აზროვნების  იერარქიის თანახმად, ჩვენ თქვენზე მაღლა ვართ - მე ვარ ადამიანი მომავლიდან... გაფრთხილების დასასრული. ინსტრუქცია: წერილის წაკითხვისთანავე ხელში ცარი

მოგზაურობა ფოტოში

Image
ნია რეხვიაშვილი ზუსტად ვერ ვიტყვი, მაგრამ მგონი, ასეთი წვიმიანი აპრილი არასდროს ყოფილა, რაც გარეთ გასვლის სურვილს მაშინვე კლავს. სამაგიეროდ, ძველი ფოტოალბომების დათვალიერების სურვილს აჩენს და მეც ვემორჩილები მას.  სწორედ ამიტომაა, რომ ვზივარ, ვუყურებ დედაჩემის სკოლისდროინდელ, შავ-თეთრ ფოტოებს და მათ უკან დამალულ ისტორიებს ვისმენ.  ერთ-ერთი ფოტო, როგორც დედამ მითხრა, 1991 წელს, 17 დეკემბერს, ბარბარობას გადაიღეს, როდესაც სკოლიდან „გამოიპარნენ“, ვინაიდან მაშინ ბარბარობას არავინ აღნიშნავდა და როგორც ახლა, არც მაშინ ყოფილა დასვენების დღე. ამ ფოტომ ყველაზე მეტად დამაინტერესა, ალბათ იმიტომ, რომ ჩემი კლასელები უკვე თვენახევარია არ მინახავს. არ ვიცი ამას რა მაკეთებინებს, მონატრება თუ მოწყენილობა, შეიძლება ორივე ერთად, მაგრამ კიდევ ერთხელ ავიღე ფოტო ხელში, კარგად დავაკვირდი, თვალები დავხუჭე და წარმოვიდგინე, როგორი დღე ჰქონდა მაშინ დედაჩემს და რას გააკეთებდნენ ფოტოს გადაღების შემდეგ ის და მისი კლასელები.  - კარგად ხარ? - შორიდან ჩამესმის კარგად ნაცნობი ხმა - დედაჩემია. რო