სად მიდიან ბატები ზამთრობით, როცა ტბა იყინება?
გიორგი ხითარიშვილი „– ეი, ჰორვიც, – ვუთხარი მე, – ცენტრალურ პარკში რომ ტბაა, იქ არასოდეს გაგივლია? აი, ცენტრალური პარკის სამხრეთით? – რა არისო? – ტბა-მეთქი, ტბა, პატარა გუბე, ბატები რომ დაცურავენ. – ჰო, მერე რა? – ბატები ხომ გინახავთ იმ ტბაში? გაზაფხულობით. იქნებ შემთხვევით იცოდეთ, ზამთრობით სად მიდ...“ მოულოდნელად სალომეს ხმა შეწყდა. - მაპატიე. უნდა წავიდე. - სევდანარევი ხმით მითხრა მან და მზრუნველობით აღსავსე თვალებით შემომხედა. - მიდი მაშინ! წარმოდგენა არ მაქვს სად დადიხარ, მაგრამ მალე დაბრუნდი. - ვუპასუხე და უკან ბალიში გავისწორე. თოვლივით თეთრი ხელი შუბლზე გადამისვა და სწრაფი ნაბიჯით გავიდა ოთახიდან. წიგნიც თან წაიღო... გავიფიქრე და ამოვიხვნეშე. ცუდად ნუ გამიგებთ, სელინჯერის უამრავი ნაწარმოები მაქვს წაკითხული: „ფრენი და ზუი“ , „ბანანათევზის ამინდი“ და მათ შორის „თამაში კლდის პირას ჭვავის ყანაშიც“, ნუ, ამ „გამეორებას“ მოწყენილობას თუ მივაწერ, თანაც, სალომეს ხმა არფის ტკბილ მელოდიას ჰგავდა, ეს პროცესს უფრო სასიამოვნოს ხდიდა. სამწუხაროა, რომ ეს...